სიახლეები

ახალი ოპოზიციური ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

30.08.2014 • 1638
ახალი ოპოზიციური ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

 

ახალი ფრაქციის დარეგისტრირების შემდეგ ბათუმის საკრებულოში სულ ხუთი ფრაქცია იმუშავებს.

 

თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში.

 

ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ასეთი ფრაქცია  შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც. საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.

 

ფრაქციის შექმნის მსურველმა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა უნდა  შეიმუშავონ ფრაქციის პოლიტიკური  წესდებას.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.

 

კანონმდებლობით  ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე და  დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით.

 

გადაბეჭდვის წესი