სიახლეები

ბათუმში ლონდონის კვირეული გაიმართება

30.08.2014 • 1397
ბათუმში ლონდონის კვირეული გაიმართება

 

დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ბრიტანეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს და სამხედრო ატაშეს  მოადგილეს სკოტ მაინარდს შეხვდა.

 

 შეხვდრა გაცნობითი ხასიათის იყო,  საკრებულოს თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს ფერიის სასაფალოზე პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს დაღუპული ინგლისელი ჯარისკაცების საფლავების მოწესრიგებისა და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე ესაუბრა.

 

როგორც თვითონ განაცხადა მემრიალურ დაფას საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი სახსრებით გააკეთებს, საელჩოსთან მხოლოდ ესკიზის დეტალები იქნება შესათანხმებელი.

 

 „დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს ინგლისელი ჯარისკაცების საფლავებს და მათ შორის საქართველოშიც, ბრიტანეთის საელჩო  ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად საკუთარი სახსრებით მოაწესრიგებს არსებულ 68 საფლავს, რათა სათანადო პატივი მიეგოს ომში დაღუპულ გმირებს, სავარაუდოდ აღნიშნული  ღონისძიებები ტელეკომპანია BBC–ეთერით გადაიცემა“– განაცხადა ბრიატენთის ელჩმა.

 

წელს, 9 ნოემბერს ბათუმში ბრიტანეთის პირველი საკონსულოს შენობაზე, ნ.დუმბაძის ქუჩის N4-ში მემორიალური დაფა განთავსდება.

 

  შეხვედრის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრა ჰოლ ჰოლს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გადაბეჭდვის წესი