სიახლეები

სულხან ღლონტი: „ჩემი აზრით, ეს არის დეპუტატების შეურაცხყოფა“

27.08.2014 • 2027
სულხან ღლონტი: „ჩემი აზრით, ეს არის დეპუტატების შეურაცხყოფა“

 

სულხან ღლონტი: „ეს, ბუნებრივია, არის დეპუტატების ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ ფრაქციის თავმჯდომარის რანგში გეუბნებით, რომ ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ, რადგან საკადრო პოლიტიკა არ შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი. იმპიჩმენტის საფუძველი გაწერილია კანონმდებლობით. ბატონი ალექსანდრე ჩიტიშვილის არგუმენტაცია არის სუსტი – არ შეიძლება მთავრობას უნდობლობა გამოუცხადო იმის გამო, რომ მან რამდენიმე ჩინოვნიკი გაათავისუფლა სამსახურიდან. 

 

რამდენად სამართლიანად გაათავისუფლა მან ეს ადამიანები სხვა მსჯელობის საკითხია. ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნება არგუმენტი დეპუტატების უმრავლესობისთვის, მათ შორის ალექსანდრე ჩიტიშვილის ფრაქციაში, რომ არჩილ ხაბაძეს და მთავრობას გამოვუცხადოთ უნდობლობა. მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუვცხადებთ იმიტომ, რომ ეს მთავრობა არ არის კორუმპირებული – ამის არავითარი ფაქტი არ არსებობს და კარგად ასრულებს ბიუჯეტს, მუდმივად იზრდება ბიუჯეტი. შესაბამისად, ისინი მუშაობენ დამაკმაყოფილებლად. ჩემთვის არ არსებობს არავითარი საფუძველი, უნდობლობის გამოცხადების.

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

 

ჩიტიშვილის განცხადება, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანები მოხსენეს სამსახურიდან და საკადო პოლიტიკას სხვადასხვანაირად ხედავენ, მაგალითად ალექსანდრე ჩიტიშვილი და მთავრობის თავმჯდომარე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას უნდა გამოუცხადო უნდობლობა. ამ საკითხზე ასეთი სუსტი არგუმენტაციით შემოსვლა უმაღლესი საბჭოში, ჩემი აზრით, არის დეპუტატების შეურაცხყოფა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: