სიახლეები

ბათუმში რამდენიმე რესტორანი დაიხურა

26.08.2014 • 2146
ბათუმში რამდენიმე რესტორანი დაიხურა

 

ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის  ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემოწმდა ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნები – “სოფრაზ” (ი/მ “ზექი კარტალი”), “მარტი” (შპს “OFKAY”) და “HB” (შპს “პეპე”); გამსახურდიას ქუჩაზე – რესტორანი “ბასრა” (შპს “Al Hadi”).


გეგმური ინსპექტირებისას რესტორნებში აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები – ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, კონდენსატის წარმოქმნა დაკიდულ კონსტრუქციებზე, მწერები სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ადგილას, აღჭურვილობების არასათანადო დასუფთავება-დეზინფიცირება, ხორცის შენახვის არასათანადო ტემპერატურული რეჟიმი. ერთ-ერთმა ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ვეტერინარული მოწმობა – ფორმა N2.


აღნიშნული დარღვევების გამო რესტორნებს – “სოფრაზ”-ს, “მარტს”, “HB”-ს და “ბასრას” შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.  

გადაბეჭდვის წესი