სიახლეები

რუსლან ქორიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად

25.08.2014 • 1846
რუსლან ქორიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად

 

აჭარის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფს თავად რუსლან ქორიძეც. „არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ჯერ არავინ დამკავშირებია, ვერ დაგიდასტურებთ“, _ უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე დასტურდება სათანადო დოკუმენტებით, რაც ამ მოხელეების თანამდებობებზე დანიშვნამდე პერიოდს ეხება, რუსლან ქორიძეს არჩილ ხაბაძესთან ნაცნობობაც აკავშირებს. ის წლების განმავლობაში ბათუმის საზღვაო ბანკის ბუღალტერი იყო, იმ დროს ბათუმის საზღვაო ბანკში არჩილ ხაბაძეც მუშაობდა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძემ ქონება იპოთეკით  (543 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 293.9 კვ/მ ფართობი გონიოში)  „ქართუ ბანკში“ რამდენჯერმე დატვირთა. ამ დროს ბანკის მენეჯერი არჩილ ხაბაძე იყო.

 

რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძე თანასაკუთრებაში ფლობს 79,40 კვ/მ ფართობის სხვენს გორგასლის #50-ში. ეს სხვენი მან 2009 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში. ასევე რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძემ 2007 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში 709 კვ/მეტრი მიწის ფართობი. გარდა ამისა, ყოფილი ვიცე-მერი რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს გონიოში.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი