სიახლეები

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ტელევიზიის ჟურნალისტზე

21.08.2014 • 1742
აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ტელევიზიის ჟურნალისტზე

 

ნატა თუ არის თქვენთვის ცნობილი ამ წერილის შესახებ, რაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნათია თავდგირიძემ გამოაქვეყნა და როგორ აფასებთ მას?

მე წაკითხული მაქვს ეს წერილი, რომელიც არის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის და ტელევიზიის დირექტორის სოსო სტურუას სახელზეა დაწერილი. რამდენიმე ფაქტია აღწერილი ამ წერილში, მათ შორის ჩემი და ნათიას პირადი საუბარიც კი არის ამ წერილის ერთ-ერთი ნაწილი.

 

სოსო სტურუას არასდროს უთქვამს, რომ ნათია თავდგირიძის გადაცემა უნდა მოეხსნა ეთერიდან. ის ამბობდა, რომ აპირებდა ტენდერზე გაეტანა ეს გადაცემა, სხვა რამდენიმე გადაცემასთან ერთად. ეს იყო გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება და ჩვენ, მრჩეველთა საბჭოს, არ გვაქვს არანაირი უფლება ჩავერიოთ ამგვარ ქმედებებში. გენერალური დირექტორი იღებს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას. გენერალური დირექტორია უფლებამოსილი პირი. ნათია თავდგირიძემ რა გადაწყვეტყილება მიიღო და რატომ მიმართა მედეა ვასაძესა და ავთანდილ ბერიძეს ვერ გეტყვით. მრჩეველთა საბჭოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმაში, რომ ეს გადაცემა დარჩენილიყო ეთერში, ან არ დარჩენილიყო.

 

მე, პირადად, ნათია თავდგირიძე დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი,  ჩვენს შორის მხოლოდ ერთხელ შედგა მეგობრული საუბარი და ამ საუბრის შინაარსიც მერე,  მოულოდნელად დამხვდა პოლიტიკურ წრეებში. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. არ ველოდი, რომ ჟურნალისტი პირად საუბარს გაიტანდა. ამასთან,  ნათია თავდგირიძეს არ  მოუმართავს არასდროს ბორდისთვის თავისი პრობლემების შესახებ.

 

ჟურნალისტური კუთხით რომ შეაფასოთ, რამდენად მართებულია მისი ეს ნაბიჯი (ვგულისხმობ უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვას).


ძალიან მოულოდნელი იყო. თუნდაც ის ფაქტი, რომ მეგობრული საუბარი პოლიტკური წრეების განხილვის საგანი გახდა. შემდეგ წერილით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და კომიტეტს. გასაგები იქნებოდა  სოსო სტურუასთვის რომ მიემართა საკითხის განხილვის თხოვნით, მაგრამ როდესაც მიმართავს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ეს ჩემთვის მოულოდნელია.

 

არ შეიძლება იყოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყოს მისი გადაცემის განხილვის ადგილად. მე ასე მიმაჩნია, მე, პირადად, როგორც ჟურნალისტი ვფიქრობ ასე.

 

იყო თუ არა რაიმე კონსულტაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და ტელევიზიის ხელმძღვანელებს შორის?

არ ვიცი იყო თუ არა რაიმე სახის კონსულტაცია ტელევიზიის ხელმძღვანელსა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელებს შორის, ვინადან არ ვიმყოფები ბათუმში და არ მაქვს ხშირი კომუნკაცია ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან.

 

თქვენი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე წამყვანის მიერ მომზადებული გადაცემა უნდა დაბრუნდეს თუ არა აჭარის ტელევიზიის ეთერს?

როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრს  თუ მეკითხებით, ვერ ვიქნები ამ საკითხში კომპეტენტური.

მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. ეს გადაცემა არის რეიტინგული, ამ გადაცემას ჰყავს მაყურებელი და ჩვენი ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ აჭარის ტელევიზიას ჰყავს ბევრ მაყურებელი და უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს აჭარის მაღალმთიანეთში და  აჭარის მუნიციპალიტეტებში, ვიდრე თვით ქალაქში. ამ გადაცემასაც ჰყავს მაყურებელი. მე, როგორც ჟურნალისტი და აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, ვფქრობ, რომ გადაცემა უნდა იყოს ეთერში. მეორე მომენტია, რომ  ეს გადაცემა გავიდეს ტენდერზე, ისე როგორც სხვა გადაცემები გადის.

 

გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემა არ გადის ეთერში, ანაზღაურების საკითხი როგორ რეგულირდება ტელევიზაიში?

რადგან ჟურნალისტი არის ხელშეკრულებით აყვანილი და ეს ხელშეკრულება არსებობს, ამიტომ იღებს ხელფასს. მე რამდენადაც ვიცი, მას აქვს გადაღებული მასალა, რომელსაც სჭირდება მონტაჟი. 

გადაბეჭდვის წესი