სიახლეები

ურბანული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში

21.08.2014 • 2042
ურბანული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში

ბათუმის სამხატვრო სკოლის კედელი

სამხატვრო სკოლის კედელის მოხატვა ურბანული ხელოვნების ფესტივალ „არტ აქტივის“   ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ნინი ფალავანდიშვილი ამბობს აქტივობის მიზანი ურბანული სივრცის დანიშნულების გააზრება და მისი მიზნობრი გამოყენებაა.

„პროექტს ასევე გააჩნია შემეცნებითი და ჩართულობითი ხასიათი ადგილობრივი მოსახლეობის და ახალგაზრდობის მხრიდან. ვიმედოვნებთ რომ საგრძნობლად გაიზრდება  მათი ინტერესი და ზრუნვა საკუთარი ქალაქის, საცხოვრებელი გარემოს მიმართ და უფრო მეტ სტიმულს მისცემს გაიაზრონ ეს გარემო. საჯარო სივრცის ხელოვნების ელემენტებით ჩვენ ვგულისხმობთ, დავინახოთ მიმდინარე მოვლენები, ქვეყნისა და ქალაქის რეალისტური მდგომარეობა, საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ“.

პროექტი მოწვეული კურატორების ნინი ფალავანდიშვილის (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავას (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში) ორგანიზებით  ხორციელდება. პროექტის პარტნიორებია  ევროპის ურბანული კულტურის ფონდი, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ერთად შევეგებოთ ევროპას“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროა. ასევე ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია.

გადაბეჭდვის წესი