სიახლეები

27-28 მაისს ბათუმში „ლექსების გამოფენა“ გაიმართება

24.05.2017 • 1666
27-28 მაისს ბათუმში „ლექსების გამოფენა“ გაიმართება

27-28 მაისს სასტუმრო „ეიფორიაში“ „ლექსების გამოფენა/ასი სიტყვის“ ფინალური საღამოები გაიმართება. ფინალი პროზაში 27 მაისს, ხოლო პოეზიაში 28 მაისს ჩატარდება.

ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“ ბათუმში მეთერთმეტედ იმართება, მასში მონაწილეობის მიღება 14 წელს გადაცილებული ასაკის ნებისმიერ მსურველს შეეძლო.  წელს კონკურსში 600-მდე ნაწარმოები გაიგზავნა, პროექტის ორგანიზატორისა და ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ თავმჯდომარის, ზაზა ფირცხალაიშვილის თქმით, პროექტში ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ ჩართულნი, მათ შორის: რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა.

კონკურსის შედეგად 100 გამარჯვებული ნაწარმოები გამოვლინდა – 50 პოეზიაში და 50 – პროზაში. გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემენ: I ადგილი – 900 ლარი, II ადგილი – 700 ლარი, III ადგილი – 500 ლარი.

დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებების  კრებულის დაბეჭდვა.

პროექტის ორგანიზატორია ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“.

გადაბეჭდვის წესი