მთავარი,სიახლეები

მობილური თამაში შავი ზღვის დასაცავად

24.05.2017 • 3214
მობილური თამაში შავი ზღვის დასაცავად

ახალი მობილური თამაშის Black Sea “SaveBook”-ის მეშვეობით, უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მკვლევარი გახდეს და მის მიერ მოგროვებული ინფორმაციით, შავი ზღვის დაცვაზე მომუშავე მეცნიერებს/სპეციალისტებს დაეხმაროს.

სპეციალური მობილური აპლიკაცია, „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტის (EMBLAS) ფარგლებში მომზადდა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ერთობლივად ახორციელებს.

აპლიკაციის ავტორების თქმით, ეს თამაში, ინტერაქტივის გზით წაახალისებს ახალგაზრდებს – მოძებნონ და ფოტოები გადაუღონ ე.წ. “ეკოლოგიურ მცველებს”, ანუ მოლუსკებსა და წყალმცენარეებს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს, კარგი ეკოლოგიური სტატუსის ინდიკატორები არიან. “დააკვირდი სურათებს აპლიკაციაში, შემდეგ კი ფეხქვეშ დაიხედე, ალბათ ერთ-ერთ მათგანს წააწყდები. ჩვენ ძალიან გვჭირდება მისი ფოტო! გვესმის, რომ მოლუსკების სახეობებში რთულია გარკვევა, ამიტომ შეგიძლია უბრალოდ გამოგვიგზავნო იმ სახეობის ფოტო, რომელიც ყველაზე ხშირად გხვდება და ჩვენ თითონ დავადგენთ მის სახეობას”, – წერია ინსტრუქციაში. 

თამაშის ერთ-ერთი დავალება ასე გამოიყურება: “მიმოიხედე ირგვლივ, პირდაპირ ჰორიზონტზე თუ დაინახავ დელფინებს – შეიტანე ეს აპლიკაციის ვერდზე, გადაიღე ფოტო და შეავსე დამატებითი მონაცემები მათ შესახებ. შეფასება – ეს მოიტანს შენს ყულაბაში 15 ქულას…”

 

აპლიკაციის მომხმარებლების მიერ შეგროვებული ყველა მონაცემი მიემაგრება კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს რუკაზე. ამ მონაცემებს EMBLAS პროექტში ჩართული მეცნიერები გამოიყენებენ, როგორც დამატებით საინფორმაციო წყაროს  შავი ზღვის სტატუსის შესახებ.

“ყოველ ჯერზე, როცა სანაპიროზე იმყოფები, ყურადღებით დააკვირდი გარემოს. შენს ირგვლივ ძვირფასი სამეცნიერო ცნობებია, რომლებიც მეცნიერებს ასე ძალიან სჭირდებათ. ყველაფრი, რაც შენ უნდა გააკთო, მათი შეგროვება და ჩვენთვის გამოგზავნაა”, – წერია თამაშის წესებში.

თამშში მონაწილეობისთვის, საჭიროა მობილური აპლიკაცია Black Sea “SaveBook”-ის  გადმოქაჩვა.

EMBLAS პროექტი საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ხორციელდება, ამიტომ, უახლოეს მომავალში აპლიკაცია ამ სამ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, ამჟამად კი მხოლოდ რუსულ ენოვანი ვერსიის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი.

აპლიკაციის ერთ-ერთი ინსტრუქცია: “თქვენს ნებისმიერ მონაცემს თან უნდა ერთვოდეს კვლევის ადგილის კოორდინატები, რათა იგი მოხვდეს საერთო რუკაზე, რომელიც განთავსებულია https://emblasproject.org-ზე. რაც მეტ მონაცემს შევაგროვებთ, მით უფრო ზუსტად და სწრაფად შევძლებთ დავეხმაროთ შავ ზღვას”.

ამავე თემაზე:
შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ
მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა
შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: