სიახლეები

დელფინიანი „ზებრა“ გადასასვლელი ბათუმში

23.05.2017 • 4232
დელფინიანი „ზებრა“ გადასასვლელი ბათუმში

ბათუმში „ზებრა“ გადასასვლელები დელფინებით მოხატეს. ნახატები ევროპის მოედანთან მდებარე „ზებრაზე“ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელზე კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს.

პროექტის ინიციატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.  შსს-ს  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის –  „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“  –  ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 20-მდე „ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა.

„ზებრა“ გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურაა გამოსახული.

აქციის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

IMG_0008 (Copy)


სად მივყავართ „ზებრებს“ ბათუმში? [ფოტოამბავი]

„ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: