სემინარებში მონაწილეობას აჭარის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრების წარმომადგენლები იღებენ. სემინარის მონაწილეები კულტურის პროექტების შემუშავებასა და მართვას ისწავლიან.
სემინარი ორ ეტაპად 20-22 და 28-30 ივნისს ტარდება. მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ატარებენ.
პროექტის მსვლელობისას მონაწილეები, თეორიული სწავლების გარდა, ჩაერთვებიან პრაქტიკულ მეცადინეობებში და პროფესორების რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადებენ სახელოვნებო პროექტებს, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების შესაბამისად. აჭარის ავტონომიუირ რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თითოეულ პროექტს არაუმეტეს 6000 ლარით დააფინანსებს.
პროექტი მიზანად ისახავს აჭარის მუნიციპალიტეტებში კულტურის სფეროს წარმომადგენლების თეორიული ცოდნის გაღრმავებას და აუცილებელი პრაქტიკული უნარების განვითარებას, მუნიციპალიტეტებში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას და იმ კულტურული პოტენციალის აქტივაციას, რომელიც მინიმალიზირებულია სოფლებში შესაბამისი მექანიზმების არ არსებობის გამო.