მთავარი,სიახლეები

ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“

23.05.2017 • 1597
ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“

25 მაისს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“.
მომხსენებელი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი იქნება.

„საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც რწმენის პერსონალურ სივრცეს, ისევე მის საჯაროდ გამოხატვას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები გვხვდება პრაქტიკულ დონეზე.

დღეს საქართველოში ათეულობით რელიგიური გაერთიანება ეწევა რელიგიურ საქმიანობას. თუმცა გვხვდება მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითებიც. ხშირად პოლიტიკური ელიტის ნაწილი რელიგიური თავისუფლების საკითხებისადმი ნეგატიურ განწყობებს ავლენს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლადაც“-ნათქვამია პრესრელიზში.

ლექციაზე განიხილება უახლოს წარსულში განვითარებული პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესები, რომლებიც მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლებისთვის: რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხებს; რელიგიური გრძნობების შინაარსს; რელიგიური შეუწყნარებლობისა და დაპირისპირებების მაგალითებს; საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო სტანდარტებს რელიგიის თავისუფლების შესახებ.

TDI საჯარო ლექციებს ატარებს საქართველოს ექვს უნივერსიტეტში, პროექტის ფარგლებში – „დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში“ , რომელიც მხარდაჭერილია ფონდი  „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ.

ლექცია-დისკუსია გაიმართება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია N21-ში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: