მთავარი,სიახლეები

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს

23.05.2017 • 1798
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა შენარჩუნდება, გამოდარებას კი 25 მაისიდან უნდა ველოდოთ.

„25 მაისს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს, დღის მეორე ნახევარში,  10-15 მ/წმ-ში ცვალებადი მიმართულების ქარი შეინიშნება. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით – 15-20 გრადუსი, ღამით – 8-13 გრადუსი.  მთაში – დღისით 8-15, ხოლო ღამით – 3-8 გრადუსი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსთა ჯგუფის უფროსმა,, მავილე ბერიძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მომდევნო დღეებში ბათუმში ჰაერი 20-26 გრადუსამდე გათბება. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით კი, მაისის ბოლომდე ბათუმში პერიოდულად იწვიმებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: