სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ბიზნესმენმა ლევან ბაკურიძემ უნებართვოდ მოჭრა ნაძვის ხე.
სტატუსს თან ერთვის მოჭრილი ხის ფოტოებიც. „ბათუმელები“ ლევან ბაკურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხის მოჭრის ფაქტი უარყო.
მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში ჯერ განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ნაძვის ხე გამწვანების სამსახურმა მოჭრა.
„ხე იყო დაზიანებული, ნახევრად გადაჭრილი და ქერქიც დაზიანებული ჰქონდა, ამიტომ მოვჭერით და მის ადგილზე ორი მეტრის ახალი ნაძვი ან ღვია დაირგვება“, – განაცხადა სამსახურის უფროსმა, ლევან ჭანუყვაძემ.