მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ახალ სსიპ-ს ქმნის

17.05.2017 • 2743
აჭარის მთავრობა ახალ სსიპ-ს ქმნის

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური – ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომლის შექმნის შესახებ, დღეს, 17 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. ახალი ააიპ-ის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკითხს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე წარადგენს.

ახალი სამსახურის ირგვლივ კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომის დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხებია შეტანილი. მათ შორის, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვია მიწვეული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: