მთავარი,სიახლეები

სადავო ნაგებობას მოხეში შესაძლოა ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

17.05.2017 • 1548
სადავო ნაგებობას მოხეში შესაძლოა ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს დაევალა სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის „სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მისაღებად“, ამ შენობის მონაცემების წარდგენა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის 6 თვის ვადაში.

ნაგებობის შესახებ მონაცემები და დასკვნა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ამ „ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“ არის საჭირო.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს 11 მაისის გადაწყვეტილებით, მოხის სადავო ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, მოხის სადავო ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს. ბრძანება მიმდინარე წლის 1-ელ მაისსაა მიღებული და ძალაში 15 მაისს შევიდა. სწორედ ამ ბრძანებით დაევალა კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს მონაცემების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის.


ფაქტები მოხის სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით იხილეთ ამ ბმულზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: