მთავარი,სიახლეები

ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ

16.05.2017 • 2367
ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ

18 მაისს, 18:30 საათზე, სსიპ ბათუმის № 26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრი სპექტაკლს „წუნა და წრუწუნას“  გამართავს.

სპექტაკლს საქართველოში შშმ პირების პირველი თეატრალური დასი „ცისარტყელა“ წარადგენს, რომელშიც დასის 18 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას.
წარმოდგენა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორის, თამარ გოგიშვილის თქმით, ეს სპექტაკლი არ არის პირველი, აქამდე მოსწავლეებმა ოთხ სპექტაკლში ითამაშეს, მათ შორისაა „პატარა უფლისწული“ და „რწყილი და ჭიანჭველა“.

ამჟამად ცენტრში 53 მოსწავლეა, სპექტაკლების გარდა, ცენტრის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის, ევროკავშირის დღეებთან დაკავშირებულ კვირეულში, სააღდგომო და საახალწლო წარმოდგენებში და სხვა. საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ცენტრის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგონში ექსკურსიებსაც აწყობენ.

ბათუმის ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლის 10 მარტს გაიხსნა. ცენტრში რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამაც, რომელშიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩართულია ათეულობით სპეცმასწავლებელი.

ინკლუზიური განათლების ცენტრს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფინანსებს. ცენტრის ბიუჯეტი წელს 161 000 ლარია.

ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ

ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: