მთავარი,სიახლეები

მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში

15.05.2017 • 1703
მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში

17 მაისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია „მოვუსმინოთ ბავშვებს“, რომელიც ევროკავშირის პროექტის – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში იმართება და  ბავშვთა დახმარების ხაზის (HelpLine) საერთაშორისო დღეს უკავშირდება.

ბავშვთა დახმარების ქსელი (116 111) ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურს საუბარი.

„ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა და მათი ჩვენება სამართალდამცავთათვის „სუსტ მტკიცებულებას“ წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ეს შეხედულება რადიკალურად შეიცვალა.

დადგინდა, რომ ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დამოკიდებულია არა იმდენად ბავშვის ასაკზე, რამდენადაც გამომკითხველის პროფესიონალიზმზე – უნარზე, განაწყოს ბავშვი სასაუბროდ, მისცეს მას თავისუფალი თხრობის საშუალება, მოუსმინოს, მართებულად ფორმულირებული კითხვები დაუსვას.

ამასთან, უნდა მოხდეს ბავშვის განვითარების ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პროფესიონალი უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას და უნარებს იმ თანამედროვე მეთოდების გამოყენებისთვის, რომლებიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში“-ნათქვამია პრესრელიზში.

ლექცია განკუთვნილია ბავშვთა საცვის საკითხებით დაინტერესბული სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის.

ლექციას საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე წაიკითხავს, რომელიც  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში ექსპერტ-კონსულტანტი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ მომზადებული 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია.

ლექციის ჩატარების ორგანიზატორები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: