მთავარი,სიახლეები

დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ

15.05.2017 • 2765
დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ

ზამთრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს დელფინარიუმში შესვლა 9 ლარად შეეძლოთ, თუმცა ტურისტულ სეზონზე ისინი ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ და  სტანდარტულ ფასს – 15 ლარს გადაიხდიან. აღნიშნული ფასი 1-ელ ოქტომბრამდე შენარჩუნება.  მოსწავლეებისთვის 9 ლარი მხოლოდ 13 ივნისის ჩათვლით იქნება.

დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელსაც 20 ლარი ეღირება დელფინების ღამის შოუ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელფინარიუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია.

„შეიღება გარე ფასადი და სახურავია გამოსაცვლელი, რომელიც სექციების მიხედვით, ნაწილ-ნაწილ გამოიცვლება, ერთბაშად გამოცვლა შეუძლებელია“-ამბობს დავით ლეკვეიშვილი, დელფინარიუმის დირექტორი.

მისი თქმით, მიმდინარე სამუშაოები წარმოდგენების გამართვას ხელს არ შეუშლის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: