მთავარი,სიახლეები

თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია განახორციელებს

15.05.2017 • 1739
თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია განახორციელებს

მიმდინარე წელს თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას ოთხი ავიაკომპანია –  Esrair Airlines-ი, Arkia, ELAL airlines-ი  და Georgian Airlines-ი გეგმავს. ბათუმის მიმართულებით რეისები ზაფხულის განმავლობაში შესრულდება.

ამის შესახებ ისრაელის ელჩმა  საქართველოში შაფთაი ცურისმა განაცხადა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სულხან ღლონტს შეხვდა.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ისრაელიდან აჭარაში 41 355 ტურისტი ისვენებდა. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: