მთავარი,სიახლეები

აჭარაში სოფლის ექთნებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება

14.05.2017 • 2355
აჭარაში სოფლის ექთნებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, სამინისტრო, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის [პჯდ] ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის.

ხელფასებზე დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა. სამინისტროს განცხადებით, დანამატი – სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა და გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2013 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარს,ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარს.

„პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. მიმდინარე წლის იანვრში, თებერვალსა და მარტში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მომსახურებით ისარგებლა 35 064-მა პაციენტმა“ – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: