მთავარი,სიახლეები

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ბათუმში

12.05.2017 • 2881
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის  საერთაშორისო გამოფენა ბათუმში

დღეს, 12 მაისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“  „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“  მეათე საიუბილეო საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში ათამდე ადგილობრივმა და უცხო ქვეყნის ოცმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა სხვადასხვა კომპანიამ.

„ექსპო ბათუმი“ 2017

„ექსპო ბათუმი“ 2017

გახსნის ცერემონიას ბათუმის მერი, აჭარის მინისტრთა კაბინეტი, აჭარაში მოქმედი საკონსულოების გენერალური კონსულები და მეზობელი ქვეყნებიდან გუბერნატორები დაესწრნენ.

გამოფენის გახსნაზე აჭარის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები – „ელესა“, „ბეთლემი“ და „ფესვები“ მონაწილეობდნენ. ასევე,  ქალაქ ტრაპიზონის ფოლკლორული ანსამბლი.

გამოფენის მსვლელობისას კომპანიებმა თავიანთი პროდუქციისა და  მომსახურების სარეკლამო და საინფორმაციო პრეზენტაციები წარადგინეს.

სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი კომპანია „ექსპო ბათუმია“.

გამოფენა 14 მაისს დაიხურება.

„ექსპო ბათუმი 2017“

„ექსპო ბათუმი 2017“

ბათუმი. საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი 2017“

ბათუმი. საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი 2017“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: