მთავარი,სიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა

12.05.2017 • 2506
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში.

სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას შეამოწმებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა არც ერთ საბავშვო ბაღის კვების ბლოკში არ გამოვლენილა.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა (მათ შორის 253 თბილისში). მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.

სურსათის უვნებლობის სამსახური საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სურსათის უვნებლობის სამსახური საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: