მთავარი,სიახლეები

გადამხდელებს 1,5 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ

12.05.2017 • 2221
გადამხდელებს 1,5 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან [02.06.2016-05.05.2017] დღემდე, გადასახადის 35 140 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 565 577 719 ლარი.

დავალიანება ჩამოეწერათ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით:

[checklist]

  • ა) ქვეპუნქტით – 34 478 გადამხდელს 1 561 234 113.00 ლარი,
  • ბ) ქვეპუნქტით – 645 გადამხდელს 4 333 012.00 ლარი,
  • გ) ქვეპუნქტით – 17 გადამხდელს 10 594.00 ლარი.

[/checklist]

აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი – 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

[checklist]

  • ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
  • ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
  • გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი).

[/checklist]

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში.

ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

ამ ცვლილებამდე მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 2016 წლის 2 ივნისამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის:

[checklist]

  • ა) ქვეპუნქტით – 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი,
  • ბ) ქვეპუნქტით – 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი,
  • გ) ქვეპუნქტით – 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: