მთავარი,სიახლეები

ავტოავარია ქედაში – სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

11.05.2017 • 3401
ავტოავარია ქედაში – სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, რამდენიმე წუთის წინ ბათუმი-ხულოს მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთთან მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები არ არიან.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს ინფორმაციით „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის აღენიშნებოდა; ფაქტზე აღიძრა საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

18471201_1419588181396395_1381933895_n

18424759_1419588411396372_2080002270_n

გადაბეჭდვის წესი


ასევე: