მთავარი,სიახლეები

115 ათას ლარს დახარჯავს ტურიზმის დეპარტამენტი გარე რეკლამისთვის ბათუმსა და ქობულეთში

11.05.2017 • 1575
115 ათას ლარს დახარჯავს ტურიზმის დეპარტამენტი გარე რეკლამისთვის ბათუმსა და ქობულეთში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 115 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული გარე რეკლამისთვის ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა შესაბამისი ტენდერი, რომელიც 17 მაისს უნდა დასრულდეს.

დოკუმენტების მიხედვით სარეკლამო კამპანია მოიცავს:

[checklist]

  • „არანაკლებ 10 ბილბორდის, 2 კედლის კონსტრუქციის და ერთი ხიდისებური კონსტრუქციის ქობულეთისა და ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებას. კერძოდ: არანაკლებ 5 ლოკაცია ქობულეთში (მ.შ. ერთი ხიდისებური კონსტრუქცია), ერთი მაინც უნდა იყოს ქობულეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურთან, ერთი ციხისძირში.
  • არანაკლებ 8 კონსტრუქცია (მ.შ. ერთი კედლის კონსტრუქცია) უნდა იყოს ქალაქ ბათუმში, ერთი ქალაქის შემოსასვლელში, არანაკლებ ორი აეროპორტსა და პორტში.
  • ყველა ბილბორდი ან მსგავსი კონსტრუქცია უნდა იყოს განთავსებული საავტომობილო გზასთან ახლოს, ავტომანქანებისა და ფეხით მოსიარულეთათვის დასათვალიერებელ ადგილას.
  • ყველა ბილბორდი უნდა იყოს არანაკლებ 18 კვ/მ. კედლის კონსტრუქცია ქობულეთში უნდა იყოს არანაკლებ 35 კვ/მ, ხოლო ბათუმში – არანაკლებ 100 კვ/მ. ხიდისებური კონსტრუქცია უნდა იყოს არანაკლებ 40 კვ/მ.
  • ბილბორდების ნახევარზე მეტი უნდა იყოს 2 ან მეტგვერდიანი, ხიდისებური კონსტრუქცია უნდა იყოს 2-გვერდიანი.
  • მიმწოდებელი ვალდებულია თითოეული ლოკაცია უზრუნველყოს განათებით“.

[/checklist]

მომსახურების გაწევის ვადაა 2017 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

ამავე თემაზე:

რეკლამის დაფინანსებას ტურიზმის დეპარტამენტი მილიონით ზრდის 

16 ქვეყანაში აჭარის რეკლამირებისათვის 4 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: