მთავარი,სიახლეები

როდის აღადგენს მთავრობა დიდთოვლობისას ჩამონგრეულ გზას

10.05.2017 • 1742
როდის აღადგენს მთავრობა დიდთოვლობისას ჩამონგრეულ გზას

ხელვაჩაურში დიდთოვლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. თხილნარი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშლილია და ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამ გზას ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ფუნქციაც აქვს, თუკი ხელვაჩაურის მაგისტრალი ჩაიკეტება.

„არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი გზაც ჩამოიშალოს. ამ გზით სარგებლობა სერიოზული საფრთხეა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ იანვრიდან დღემდე გზის აღდგენაზე არც ბიუჯეტში გამოინახა ფინანსები და არც ტენდერი გამოცხადებულა.

18447963_1457491167648894_1135321937_n

„აქამდე არ გამოვაცხადეთ ტენდერი, რადგან გრუნტის გამოშვება იყო საჭირო. არამდგრადი გრუნტი იყო იქ, თოვლის წყლების გამო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.  უწყება ტენდერის გამცხადებას პროექტის შესყიდვაზე მომავალი კვირას გეგმავს. აქ გვითხრეს, რომ გზა ასფალტირებულია და აღდგენა მხოლოდ გზის ერთ ნაწილს სჭირდება დამცავი გაბიონის მოწყობით.

არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, დიდთოვლობისგან რეგიონში დაახლოებით 30 ადგილზეა გზა ამ ფორმით დაზიანებული და მათი აღგენა ერთობლივად მოხდება. ირწმუნება, რომ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს არ შეიცავს: „ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ ნახეს სპეციალისტებმა და თქვეს, რომ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს არ შეიცავს, თუკი ავტომაქანის მძღოლები იმოქმედებენ საგზაო მოძრაობის დროებითი გამაფრთხილებელი ნიშნებით, რაც იქაა განთავსებული. საფრთხე რომ ყოფილიყო, მაშინ ჩაიკეტებოდა ეს გზა საერთოდ“, – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: