მთავარი,სიახლეები

9 მაისი – ვეტერანებისა და მთავრობის შეხვედრის დღე

09.05.2017 • 2731
9 მაისი – ვეტერანებისა და მთავრობის შეხვედრის დღე

ისევე როგორც ყოველი წლის 9 მაისს, მთავრობის წარმომადგენლები ვეტერანებს დღესაც შეხვდნენ. უცვლელია შეხვედრის ადგილი და საჩუქრის ოდენობაც. ყოველი წლის ამ დღეს ბათუმის მერია ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს ჩუქნის. ვეტერანების რიგები კი ყოველწლიურად მცირდება. ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს.

გმირთა ხეივანში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენლებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა და მოქალაქეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმაც მიულოცეს.

მთავრობის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

l

9 მაისი, 2017 / ბათუმი / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტოები

18449982_1494341097252105_1336113255_n

72 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: