სიახლეები

უფასო სამედიცინო გამოკვლევები სოფელ მერისსა და ღორჯომში

14.05.2014 • 1320
უფასო სამედიცინო გამოკვლევები სოფელ მერისსა და ღორჯომში

 

სამედიცინო აქცია 10:00 საათზე დაიწყება. პაციენტების მიღება მერისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში იწარმოებს.  მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას შპს „ბათუმის ნ 1 პოლიკლინიკის“ ექიმები გაუწევენ.  
 
 
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, ენდოკრინოლოგით, ლარინგოლოგით, ნევროპათოლოგით, ალერგოლოგით, რევმატოლოგითა და უროლოგით. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდებათ კვლევები კარდიოგრაფის, ექოსკოპის და გლუკომეტრის საშუალებით.  
 
 
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
 
 
17 მაისს, მორიგი აქცია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ჩატარდება. აქ უფასო სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ და შპს „ქ. ბათუმის ნ4 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ.
 

გადაბეჭდვის წესი