სიახლეები

საკრებულომ ბულვარის დაბრუნების მოთხოვნა გადაწყვიტა

24.04.2014 • 1527
საკრებულომ ბულვარის დაბრუნების მოთხოვნა გადაწყვიტა

საკრებულოს აპარატს მიეცა დავალება დღეიდან დაიწყოს სსიპ „ბათუმის ბულვართან“  გაფორმებული უზურფრუქტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. ამის შემდეგ ბულვარი მართვაში ბათუმის მერიას უნდა დაუბრუნდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, უმჯებესი იქნებოდა თუ საკრებულო „ბულვარის მერიის მართვაში გადაცემას საკურორტო სეზონის შემდეგ – ამ ფორმულირებით დაუჭერდა მხარს“.

„რადგან ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ხელშეკრულებები აქვს დადებული ნოემბრამდე“, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე.

საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი მაქსიმუმ ერთი კვირა შეიძლება გაგრძელდეს.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ბულვარის ადმინისტრაცია უარს იტყვის რეეესტრი ბულვარს მერიის მართვაში არ დაარეგისტრირებს, ამიტომ შესაძლებელია საქმე სასამრთლოში გაგრძელდეს.

„გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. ახლა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ, საკურორტო სეზონი მოდის. მოგვიანებით განვიხილავთ ალბათ ამ საკითხს და მერე გავაკეთბთ კომენტარს“, –  უთხრა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა გურამ ჩიქოვანმა „ ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში.

ბათუმის ბულვარი მართვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს 2009 წელს გადაეცა. ბათუმის მერიამ მოახდინა აიპი „ბათუმის ბულვარის“ ლიკვიდაცია. ამ პროცესის პარალელურად კი აჭარის მთავრობამ შექმნა სსიპ „ბათუმის ბულვარი“, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ბულვარი, მართვაში უზურფრუქტის წესით გადაეცა. “

უზურფრუქტის წესი ნიშნავს, რომ ქონება რჩება მესაკუთრეს, ხოლო მართვაში გადაეცემა იმ ორგანოს, რომელთანაც მესაკუთრე ხელშეკრულებას აფორმებს.

უზურფრუქტის წესით მართვაში ქონების გადაცემა შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის გადაცემის შემთხვევაში ვადები ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ ყოფილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: