დღეს, 22 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვს. თოვა აქ დილის 8 საათიდან დაიწყო. თხილვანის, ღორჯომისა და დანისპარაულის თემების სოფლებში თოვლის საფარი ამ დროისთვის 5 სანტიმეტრს აღწევს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ცივი ამინდი აჭარაში რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება.
მთავარი ფოტო: აპრილის თოვლი ხულოში, სოფელ ჭახაურაში. თემურ ართმელაძის ფოტო
_________________________________________________________
ამავე თემაზე:
ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი