22 აპრილს, ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთი ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში მენჯ-ბარძაყის მოტეხილობით.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – „ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე..“
ავტომანქანების მოძრაობა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეფერხებულია.