ანსამბლის წევრებს ხელშეკრულება მარტის ბოლომდე ჰქონდათ გაფორმებული. როგორც ისინი ამბობენ, ანსამბლის ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 32 მოცეკვავე გაათავისუფლა. იმის გამო, რომ გაფიცვაში მყოფი თანამშრომლები ხელმძღვანელობამ დაითხოვა, ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
სახელმწიფო ანსამბლის გაფიცული წევრები ამბობენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, ხვალიდან კი აჭარის მთავრობის წინ კარვების დადგმას გეგმავენ.
დღეს საღამოს აქციის წევრებმა მთავრობის სახლის წინ თავიანთი პროტესტი ცეკვით გამოხატეს.