სიახლეები

2500 ბავშვი სქოლიოზზე უფასოდ იმკურნალებს

24.02.2014 • 1896
2500 ბავშვი სქოლიოზზე უფასოდ იმკურნალებს

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების საფუძველზე,  დღესდღეობით პროექტი ორ სამედიცინო დაწესებულებაში  მოქმედებს – სპორტის, მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ჯიქი“ და ასოციაცია „გენეზისში“.

 

 

პროგრამის გასაცნობად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე  „ჯიქის“ ცენტრში დღეს რეაბილიტაციის კურსებს დაესწრნენ.

 

 

„ 2013 წელს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა პროფილაქტიკური შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ აჭარის მასშტაბით 3000-მდე ბავშვს ხერხემლის პრობლემა აწუხებს. პროგრამას განახორციელებს ნებისმიერი დაწესებულება, იმ შემთხვევაში  თუკი მიმართავს სამინისტროს, ეყოლება შესაბამისი სერტიფიცირებული ექიმები და დააკმაყოფილებს პროგრამის პირობებს“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ.

 

 

პროგრამის კოორდინატორის ქეთევან კილაძის ინფორმაციით, მკურნალობის კურსი  ოცდღიანია. მისი განმარტებით ბოლო წლებში სქოლიოზის დაავადება მოზარდებში გაიზარდა. ფაქტობრივად, ეს დაავადება ყოველ მეოთხე ბავშვში ვლინდება.

 

 

რამა მოიცავს 20 დღიან პროცედურას. 10 დღე არის ფიზიკური თერაპიის კურსი, 10 დღე სამკურნალო მასაჟი, ორჯერადი ტრავმატოლოგ-ორთოპედის კონსულტაცია, უფასო რენდგენით. მართალია ეს ყოველივე დაავადების განკურნებას სრულად არ ნიშნავს, მაგრამ ძირითადი მითითებები ეძლევათ ბავშვებს და მათი შესრულება შემდგომში დამოუკიდებლადაც შეეძლებათ“- აცხადებს ქეთევან კილაძე.

 

 

პროგრამით სარგებლობა აჭარაში მცხოვერებ 18 წლამდე ყველა ბენეფიციარს შეუძლია, ვისაც ექიმთან გარკვეული მკურნალობის შემდეგ ექნება ფორმა ასი, სადაც მითითებული უნდა იყოს რეაბილიტაციის კურსის აუცილებლობა. აღნიშნული დოკუმენტი ბენეფიციარმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ხდება მისი პროგრამაში ჩართვა.

 

 

მომსახურებას ასევე უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და მრავალშვილიანი ბენეფიციარები.   

 

 

 

სპორტის მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ჯიქი“

 

გადაბეჭდვის წესი