სიახლეები

მცირე გრანტები ბიზნეს იდეებისთვის

24.02.2014 • 1368
მცირე გრანტები ბიზნეს იდეებისთვის

 

პროექტი  ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების  რესოციალიზაციას ითვალისწინებს, გასულ წელს დაიწყო  და 2015 წლის 23 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროექტი  ხორციელდება როგორც აჭარაში, ასევე სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.   პროექტის ფარგლებში  მოხდება ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების  უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, სოციალური სტატუსის აღდგენა,   გადამზადების ხელშეწყობა და იურიდიული პრობლემების მოგვარება-მოწესრიგება.

 

პროექტი ითვალისწინებს  ყოფილი პატიმრების და მათი ოჯახის წევრების  გადამზადებას და სტაჟირებას   უცხო ენებში,  კომპიუტერული და  საბუღალტრო პროგრამების შესწავლაში. პროექტის ფარგლებში დამატებულია  სიახლე – ,,ბიზნეს იდეების წარდგენა“, რომელიც ფინანსდება პატარა გრანტის სახით.

 

„ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია „რეაბილიტაციის ცენტრი“ და სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი „ნეო“.  ამ ეტაპზე ჩვენ 584 ბენეფიციარი გვყავს , აქედან აქტიურია 119.  ძირითადად ვმუშაობთ ყოფილ პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთან.  პროექტში გვაქვს სიახლე, ბიზნეს იდეების სახით, რომლის ფარგლებშიც გაიცემა მცირე გრანტები“- ამბობს პროექტის კოორდინატორი მაია საგინაძე.  

 

გადაბეჭდვის წესი