სიახლეები

„რისკის ქვეშ“ – წიგნის პრეზენტაცია „პრესკაფეში“

22.02.2014 • 1500
„რისკის ქვეშ“ –  წიგნის პრეზენტაცია „პრესკაფეში“

„აღვწერთ ჟურნალისტებზე თავდასხმის და აგრესიის ფაქტებს, სამოქალაქო არეულობებს, სამხედრო კონფლიქტებს, ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტთა ქცევის წესებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახელმძღვანელო ჰქონდეს ყველა ჟურნალისტს, რადგან სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის დროს ხშირად ჟურნალისტები ხვდებიან აგრესიის მსხვერპლნი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არის ორი კონფლიქტური ზონა, ასევე არამდგრადი პოლიტიკური ვითარება, ჩვენ ვცდილობთ ჟურნალისტები მოვამზადოთ ისე, რომ რთულ სიტუაციებში შეძლონ უსაფრთხოების დაცვა“ – განმარტა ზვიად ფოჩხუამ. ის წიგნის ერთ-ერთი ავტორია. სახელმძღვანელოს თანაავტორები არიან ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გენო ჯოხიძე და  აღმასრულებელი საბჭოს წევრი ბესო მამინაიშვილი.

წიგნში მოცემულია ექსპერტებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები კონფლიქტურ ზონაში მუშაობისას საჭირო უნარ-ჩვევებზე.

სახელმძღვანელოს გამოცემაში მონაწილეობა უკრაინისა და შვედეთის ჟურნალისტთა კავშირების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

„რისკის ქვეშ“ ევროკაშვირისა და „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ ფინანსური მხარდაჭერით 500 ეგზემპლარად გამოიცა.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ სამომავლოდ მედიაორგანიზაციებში კონტრაქტებისა  და მედიაორგანიზაციების კომერციულ საკითხებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.

ასოციაცია ბათუმში მესამედ იმყოფება. წინა ვიზიტებზე ორგანიზაციის წევრებმა კონფლიქტურ სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარებისა და გადაადგილების შესახებ ჩაატარეს ტრენინგები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: