სიახლეები

ტენდერი აჭარის ტელევიზიის პროგრამებზე

21.02.2014 • 1342
ტენდერი აჭარის ტელევიზიის  პროგრამებზე

 

აჭარის ტელევიზია მომწოდებლისგან დილის გადაცემას დაახლოებით 108 800 ლარად, სატელევიზიო ლექციების მომზადებას _  29 400 ლარად, ხოლო თოქ-შოუებს – ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, მედიცინაზე, კულტურასა და განათლებაზე _ 73  620 ლარად შეიძენს.

 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის სოსო სტურუას განმარტებით: „საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვალეა ჰქონდეს 25 პროცენტი გარე წარმოების პროდუქცია, რომ  კერძო სექტორში დამზადდეს სატელევიზიო პროგრამები. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონშია ჩადებული. ამ ეტაპზე მხოლოდ სამ პროგრამაზე გამოვაცხადეთ ტენდერი. მოგვიანებით დანარჩენ პროგრამებზე გამოვაცხადებთ“.

 

დარჩებიან თუ არა ამჟამად აჭარის ტელევიზიაში პროგრამებზე მომუშავე ჟურნალისტები ტელევიზიის გარეთ? სოსო სტურუა ამბობს, რომ ისინი კონკურსის სახით შეირჩევიან, რადგან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტი ხალხის ფულია და ნებისმიერი თეთრის ათვისება ღია კონკურსით უნდა მოხდეს.

 

აჭარის ტელე-რადიო მაუწყებელს 230 თანამშრომელი ჰყავს. მაუწყებლისთვის 2014 წელს ბიუჯეტიდან 5 700 000 ლარია გამოყოფილი. დირექტორის თქმით, ეს თანხა არხის რეორგანიზაციას უნდა მოხმარდეს. ტენდერი პროგრამებზე პირველი ეტაპია, რომლის დასრულება ოქტომბრამდეა დაგეგმილი, რის შემდეგაც მაუწყებელი რადიოს მენეჯერის კონკურსის გამოცხადებას აპირებს.    

გადაბეჭდვის წესი


ასევე: