სიახლეები

აჭარაში 50 სერტიფიცირებული დირექტორია

18.02.2014 • 1420
აჭარაში 50 სერტიფიცირებული დირექტორია

 

 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე:

„დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება დეკემბრის ჩათვლით

მიმდინარეობდა. დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები, ასევე სხვა პირებიც, ისინი,

ვინც არ მუშაობდნენ სკოლებში, მაგრამ სურვილი ჰქონდათ კონკურსში მონაწილეობის.

ამ გამოცდებში ბათუმის10 საჯარო სკოლის დირექტორი მონაწილეობდა, მათგან რვამ

წარმატებით გაიარა, ორმა კონკურსი ვერ გადალახა. ისინი, ვინც ვერ გადალახეს ბარიერი, აგრძელებენ მოვალეობის

შესრულებას“.

ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა.

 

ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნევრესტან

დიდმანიძე:

„2013 წელს ჩატარებულ კონკურსში ხელვაჩაურში 20 მოქმედი დირექტორი

მონაწილეობდა. 11-მა პირველი ეტაპი – ტესტირება _ ვერ გადალახა. გასაუბრებაზე ორი

ჩაიჭრა და შვიდი სერტიფიცირებულია“.

ხელვაჩაურში სულ 35 სკოლაა.

 

შუახევის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა

მიქელაძე: „წელს ტესტირებაში 7 კონკურსანტი მონაწილეობდა. გასაუბრებაზე 5 მონაწილე გავიდა,

აქედან ორი მოქმედი დირექტორი იყო. შუახევს ამჟამად ორი წლის მონაცემებით 10

სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს. მათ შორის შვიდი მოქმედი დირექტორია.

შუახევში სულ 43 საჯარო სკოლაა.  

 

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე:

„დღეის მონაცემებით ქობულეთში 17 სერტიფიცირებული დირექტორია. ტესტირებაში

18 მოქმედი დირექტორი მონაწილეობდა. მხოლოდ ერთმა ვერ გადალახა მეორე ეტაპი,

ხოლო გარეშე პირმა _ ორმა“.

ქობულეთში 50 სკოლაა. აქედან 46 საჯაროა, 4  კი _ კერძო. გასულ წელს

სერტიფიცირება ოთხმა დირექტორმა გაიარა.

 

ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი:

„ტესტირება მოქმედი დირექტორებიდან ექვსმა გადალახა, გასაუბრება – 4-მა. 

სერტიფიცირებულია შვიდი დირექტორი.  სულ 11 სერტიფიცირებული დირექტორია, აქედან

10 მოქმედი“.

ქედაში 29 სკოლაა.

 

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე:

„დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდებში ხულოდან 16 მოქმედი და არა მოქმედი

დირექტორი მონაწილეობდა. აქედან ტესტირება გაიარა 9 პირმა, 7 სამწუხაროდ

ჩაიჭრა, მათ შორის დაბა ხულოს მოქმედი დირექტორი. ის აგრძელებს დირექტორის

მოვალეობის შესრულებას“.

ხულოში სულ 49 სკოლაა.

გადაბეჭდვის წესი