სიახლეები

გოდორის, გიდელის, ჭიპონის, სალამურს ოსტატები

18.02.2014 • 4310
გოდორის, გიდელის,  ჭიპონის, სალამურს ოსტატები


გიორგი აბულაძემ პროექტის მონაწილე ქედელ ხელოვანებს პროექტის მიზანი, სამომავლო გეგმები გააცნო და ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის ორგანიზაციის სახელით მადლობის ბარათები გადასცა.

 

გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ის დარგები, რომლებიც უხუცესებმა ჩვენამდე მოიტანეს, მალე შესაძლოა დავიწყებას მიეცეს, მცირედი ყურადღების მიქცევა კი ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მიმცემია.

 

„არაერთი ხალხური რეწვის ოსტატი გვყავს, რომლებიც ეროვნულ საქმეს აკეთებენ, ჩვენამდე მათ მოიტანეს ის საქმე. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ვისთანაც ვიყავი,  უმრავლესობა მათი შთამომავლებისა: შვილები, შვილიშვილები არ ხელობენ, არ არიან დაინტერესებული, რაც  გვაფიქრებინებს, რომ წლების შემდეგ სალამურის, ჭიპონის, ასევე სხვადასხვა საკრავისა თუ სასოფლო მოხმარების ნივთების კეთების ისტორია დავიწყებას მიეცემა“.

 

გიორგი აბულაძის ინფორმაციით, ქედაში  დაახლოებით 40 ხელოვანია –  მხატვრები, ბადის, გოდორისა და გიდლის მქსოველები, ჭიპონის, სალამურის, ფანდურის და სხვადასხვა მუსიკალური საკრავის  ოსტატები.

 

 „პროექტის ფარგლებში ქედაში ქუჩის ბიბლიოთეკის მოწყობას ვგეგმავ, მაგრამ შესაძლებელია იდეა შეიცვალოს“, – აცხადებს გიორგი აბულაძე.

CAUCULT-ის (კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელი)  მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ ინიციატივას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რეგიონებსა და ქალაქებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამი _ „EuroEast Culture ხიდების მშენებლობა კულტურის მეშვეობით“ _ ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: