7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან [ინფოგრაფიკა]

სულ ახლახან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოში პოლიეთილენის პარკების ქაღალდის ან მრავალჯერადი გამოყენების პარკებით სრულად ჩანაცვლება დააანონსა.

გასულ თვეში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს  საქართველოში, პოლიეთილენის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი  გააცნო, რომელიც  პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ  ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით და  მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის მიხედვით 2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება – 10 მიკრონზე ნაკლები სისქის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკები, 2018 წლიდან კი უკვე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკური პარკებიც აიკძალება.

გარემოს დამცველების შეფასებით, ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივაა, რადგან ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე გამორიცხავს.

ამავ თემაზე: ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან