სიახლეები

„სოკარის“ განმარტება

22.01.2014 • 1655
„სოკარის“ განმარტება

 

დავით ლეკიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ აქცია, გაზგაყვანილობაზე მომუშავე სხვა კომპანიების მიერ იყო სპეციალურად ორგანიზებული და მიზანმიმართულად ემსახურება „სოკარ-ჯორჯია აჭარის დისკრედიტაციას.

 

მან გაზიფიცირების პროცესის წარმოების შესახებ ხუთ პუნქტზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიას მოპოვებული აქვს ლიცენზიის უფლება და მოქმედებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის ფარგლებში. „მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს გვსურს განვუმარტოთ გაზიფიცირების პროცესი, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება. რა ვალდებუებები გააჩნია მომხმარებლებს და ლიცენზიატ კომპანიას:

 

„1.სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარასთან“, როგორც ლიცენზიანტ კომპანიასთან შეთანხმებული უნდა იყოს გაზიფიცირების ყველა პროექტი, თუ ეს პროექტი არ არის თავად „სოკარის“ მიერ შესრულებული და შესრულებულია სხვა, კერძო სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიის მიერ.

 

2. მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარასთან“, როგორც ლიცენზიანტ კომპანიას აქვს უფლება გასცეს ტექნიკური პირობა, რომ მის კუთვნილებაში არსებულ გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტისთვის დაერთოს უფლება.

 

3. მიუხედავად იმისა თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტების გაზიფიცირება, ან არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოები უნდა შესრულდეს განაწილების ლიცენზიანტის მიერ.

 

4. ყველა დასრულებული სამონტაჟო სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია აჭარა“, როგორც განაწილების ლიცენზიანტი.

 

5. „სოკარ-ჯორჯია აჭარა“, როგორც ლიცენზიანტი ვალდებულია, პოტენციური აბონენტის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მოსახლესთან და არა კომერციულ მომხმარებელთან ერთ წერტილზე გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელოს არაუმეტეს 600 ლარისა 24 თვეზე განაწილების პირობით.“

 

როგორც დავით ლეკიშვილმა აღიშნა, სხვა კომპანიები თავის დროზე ვალდებული იყვნენ მოსახლეობისთვის აეხსათ, რომ სამონტაჟო სამუშაოების უფლება მათ არ ჰქონდათ. მისი თქმით, ამ კომპანიებს მხოლოდ არსებული გაზგამანაწილებელ სისტემიდან მილის საცხოვრევრებელ სახლში გაყვანის უფლება აქვთ, სხვა დანარჩენ სამუშაოებს კი მხოლოდ ლიცენზიანტი კომპანია ასრულებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: