სიახლეები

ბათუმის მერია წვევამდელთა გაწვევისთვის ემზადება

17.01.2014 • 1264
ბათუმის მერია წვევამდელთა გაწვევისთვის ემზადება

 

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზებს ვერ აღმოაჩენს, მერია მასთან  ხელშეკრულებას 40 ათას ლარზე გააფორმებს.  შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის 13 იანვარს მერიამ სწორედ 40 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა  უნდა უზრუნველყოს წვევამდელების სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირების მომსახურება ეტაპობრივად, მარშრუტით: ბათუმი – თბილისი – ბათუმი. ხელშეკრულების გაფორმებიდან მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში კი 65 რეისი უნდა შესრულდეს. ტენდერში გამარჯვებული ასევე უზრუნველყოფს  წვევამდელთა მსუბუქ კვებასაც.

 

ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ინფორმაციით, წელს გაწვევა იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში  დაიწყება. წვევამდელთა გაწვევის შესახებ ბრძანებას საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს.

გადაბეჭდვის წესი