სიახლეები

ვაკანსიები მაღალმთიან აჭარაში მასწავლებლობის მსურველთათვის

17.01.2014 • 1408
ვაკანსიები მაღალმთიან აჭარაში მასწავლებლობის მსურველთათვის

 

ინგლისური ენის, მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლობის მსურველებს  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, რომელსაც აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ატარებს.  ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’ ასე ჰქვია ქვეპროგრამას, რომელსაც სამინისტრო 2011 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.   ქვეპროგრამის მიზანი აჭარის მაღალმთიანეთის  სკოლებში სხვადასხვა საგნის სპეციალისტების  არსებული ვაკანსიების შევსება. 

 

მასწავლებლობის  მსურველებმა წერითი და ზეპირი გამოცდისგან შემდგარი  ორ ეტაპიანი კონკურსი უნდა გაიარონ.   კონკურსში გამარჯვებულები აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე საჯარო სკოლებში მინიმუმ ერთი წლით დასაქმდებიან.  გამარჯვებული კონკურსანტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან  400  ლარის ოდენობით დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. 

 

როგორც პროგრამის კოორდინატორი  ნანა შავაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს  საბუთების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.  შესაბამისი განაცხადების დაგროვების შემდეგ კი მასწავლებლობის მსურველებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ამჟამად მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სულ 5 ვაკანსიაა.

 

გადაბეჭდვის წესი