სიახლეები

ბათუმის ავტოტრანსპორტის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

16.01.2014 • 1428
ბათუმის ავტოტრანსპორტის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

 

გეგმის მიხედვით უახლოეს პერიოდში იგეგმება ელექტრონულ საბილეთო სისტემაზე გადასვლა, ველო ბარათების განახლება,  ახალი ტერმინალებისა  და  გაჩერებების მოწყობა. პროექტის მიხედვით, ქალაქში 20 ახალი ელექტრონული ტაბლო გაჩნდება.

 

„ორწლიანი პროექტი წარმოვადგინეთ, რომელსაც განვახორციელეთ. უახლოეს მომავალში ჩვენ გადავალთ ელექტრონულ საბარათე სისტემაზე. ასევევ უახლოეს პერიოდში განვაახლებთ ველო ბარათებს. გვინდა 20 ავტობუსის შეძენა. ყველა ავტობუსი, რომელსაც ამიერიდან ჩვენ ვიყიდით აუცილებლად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,“ – განაცხადა შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ხელმძღვანელმა გია ლორიამ.

 

მისივე ინფორმაციით, 20 ავტობუსის შესაძენად დაახლოებით 3 მილიონი ლარია საჭირო და ეს თანხა ბათუმმა უნდა გაიღოს.

 

შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 2007 წლიდან ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციაა. დღეისათვის მგზავრებს 15 საქალაქო და 6 საგარეუბნო სამარშრუტო ხაზზე ემსახურება. კომპანიის ავტოპარკში  დღეისათვის 150 ავტობუსია. ასევე კომპანიის კუთვნილებაა ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული 370 ველოსიპედი.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი