სიახლეები

2013 წლის ტურიზმის სტატისტიკა

16.01.2014 • 1403
2013 წლის ტურიზმის სტატისტიკა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 2013 წლის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტურისტთა განთავსების ობიექტები ყველაზე დატვირთული ივლისში იყო, ამ დროს დატვირთულობის კოეფიციენტმა 88,08% შეადგინა, დეკემბერში კი  – 10.73%. იგივე თვეს აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროს მომსახურებით 9.915 ვიზიტორმა ისარგებლა.

 

სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი.

 

2013 წელს სასტუმრო სექტორში ადგილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 588-ით მეტია, ანუ სულ 10.955 ადგილი.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზრდილია საკრუიზო გემების შემოსვლის რაოდენობაც, 2012 წელს ბათუმის პორტს 10 საკრუიზო გემი ესტუმრა და 3 632 ტურისტი შემოიყვანა, ხოლო 2013 წელს 16 გემი შემოვიდა და 5 162 ტურისტი შემოიყვანა.

 

გადაბეჭდვის წესი