სიახლეები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

15.01.2014 • 1538
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

ინფორმაცია  საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობის შესახებ  „ბათუმელებს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ მოაწოდა. 

 

ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა ირინა ყურუას, მეგი შავლაყაძეს, შორენა ღლონტს, ვახო ხუზმიაშვილს, ალეკო ჩუბინიძესა, შორენა გოგიჩაიშვილსა და ირაკლი მანაგაძეს სურთ. კონკურსის გამოცხადებამდე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირინა ყურუა იყო. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მას დროებით ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი უთხრა.

 

რაც შეეხება სხვა პოზიციებზე გამოცხადებულ ვაკანსიებს – აჭარის ტელევიზიაში მთავარი რეჟისორის თანამდებობის დასაკავებლად ხუთი კონკურსანტის განაცხადია შესული: თემურ ბეჟანიძე, იმედა თავდგირიძე, ნიკა ტუღუში, ზურაბ ჩართოლანი, გიორგი გოგიბერიძე.

 

პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელობა აჭარის ტელევიზიაში ინგა გოგოლიშვილს, გიორგი უგრელიძესა და შორენა გოგიჩაიშვილს სურთ.

 

არხის გენერალური პროდიუსერი თანამდებობაზე კი ზაზა ფირცხალაიშვილის კონკურენტი არ ეყოლება. ამ პოზიციაზე მხოლოდ მას აქვს განაცხადი შეტანილი.

 

კონკურსის შედეგები 18 იანვრამდე გახდება ცნობილი.

 

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელე-რადიო დეპარტამენტი საზოგადოებრივ მაუწყებლად 2013 წლის ივლისში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ გარდაიქმნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულმა ხუთწევრიანმა მრჩეველთა საბჭომ არხის გენერალურ დირექტორად სოსო სტურუა 2013 წლის 20 დეკემბერს აირჩია (მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა, შესაბამისად, დირექტორი სამწევრიანმა საბჭომ დაამტკიცა).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: