მთავარი,სიახლეები

როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა

21.02.2017 • 3965
როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა

დღეს, 21 თებერვალს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ტანსაცმლის ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა.  ქალი თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ჩემოდანში. ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.

როგორ მოახერხა საქართველოს მოქალაქემ ქართული საბაჟო პუნქტის გავლა? ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  შემთხვევა ტრეფიკინგს უკავშირდება, „ამიტომ კომენტარი შსს-მ უნდა გააკეთოს“.

შს სამინისტროს პრესსამსახურში კი გვეუბნებიან, რომ რადგან საქართველოს მოქალაქე თურქულმა მხარემ დააკავა, მომხდარზე კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს.

ამ სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  მარი ნარჩემაშვილის თქმით, სამინისტროს აქვს მხოლოდ საკონსულოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. „ამ ქალთან ერთად დაკავებული მამაკაცის დეპორტაცია უკვე მოხდა, ქალის საბუთებს შეაგროვებენ და ახლო მომავალში მის დეპორტაციასაც განახორციელებენ“, – გვეუბნება ის.

მარი ნარჩემაშვილის თქმით, ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: