სიახლეები

ეკომიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს

03.07.2013 • 1687
ეკომიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს

მათივე თქმით პროტესტის  უკიდურეს ფორმას მთავრობის უყურადღებობის გამო მიმართეს. წალკიდან აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტები უკვე 52-ე დღეა მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

 

ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლის წინ  მობილიზებულია პოლიცია. ეკომიგრანტებთან მოლაპარაკებას შსს აჭარის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვალერი თელია, ხოლო აჭარის მთავრობიდან  ირაკლი ჭეიშვილი აწარმოებენ და  მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვენ. ვალერი თელია ეკომიგრანტებს დაჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ კი შიმშილობას შეწყვეტენ, 10 ივლისს მივლინებიდან დაბრუნებული არჩილ ხაბაძე და მთავრობის სხვა წევრები შეხვდებიან.

მოიუხედავად დაპირებებისა  ეკომიგრანტები დაშლას არ აპირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: