ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი ავტოპარკს აახლებს

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ავტომანქანების შესყიდვას ტენდერის საშუალებით და ამასთან, ჩანაცვლების გზით განახორციელებს. სპეციალური დანიშნულების 9 ავტომანქანა [რაც ამჯერად აქვს ცენტრს] გადაეცემა ტენდერში გამარჯვებულს 6 ერთეული ახალი ავტომანქანის ცენტრისთვის გადაფორმების შემდეგ.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჩანაცვლების გზით შესასყიდი 6 ახალი ავტომანქანის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 480 ათას  ლარს. ამ თანხაში 143 ათასი ლარი ჩასანაცვლებელი 9 ავტომანქანის ღირებულებაა, 29 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების ცენტრის საკუთარი სახსრები, ხოლო 307 ათას 500 ლარი – ბათუმის მერიის სუბსიდირება.

ჩასანაცვლებელი 9 ავტომანქანა „სამხარაულის ბიურომ“ შეაფასა.

nmanqana

სამედიცინო დახმარების ახალი ავტომანქანები 2016-2017 წლებში უნდა იყოს გამოშვებული. ტენდერი მიმდინარე წლის 20 თებერვალს დასრულდება.

„ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ სულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ჯგუფია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com