მთავარი,სიახლეები

შაჰინის სკოლის მოსწავლეების მშობლები: აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს

04.02.2017 • 8419
შაჰინის სკოლის მოსწავლეების მშობლები: აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვასთან დაკავშირებით დღეს სკოლის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეების მშობლებიც აპროტესტებდნენ.

„ … ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩემმა ერთმა შვილმა დაამთავრა უკვე და ახლა ევროპაში, უნივერსიტეტში სწავლობს. მეორე დამამთავრებელ კლასშია და ამ სკოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აქ აძლევენ უმაღლესი დონის განათლებას ბავშვებს და ყველაფერი საუკეთესოა. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რომ სკოლას გვერდით დავუდგეთ“, – ამბობს თინათინ ხავლოშვილი.

თამილა ტყეშელაშვილის თქმით კი, ეს არის საკუეთესო სკოლა ბათუმში, სადაც მისი შვილი სწავლობს: „ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა და მშობლები აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს. ჩვენ ვერაფერს ვიტყვით შესაძლო ზეწოლაზე, რომლის გამოც ავტორიზაციის საბჭომ შესაძლოა მიიღო კიდეც გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე დაზუსტებით არაფერი ვიცით.“

შაჰინის სკოლაში 350 ბათუმელი მოსწავლე სწავლობს.

ამ თემაზე კომენტარი დღეს აჭარის განათლების მინისტრმაც გააკეთა. მან თქვა, რომ სამინისტრო მუშაობს სხვა სკოლებში ვაკანსიებზე ინფრომაციის მოძიებაზე, სადაც, სავარაუდოდ, შაჰინის სკოლის მოსწავლეები მობილობით გადანაწილდებიან. მოსწალეების მშობლები კი სხვა სკოლაში ბაშვების გადაყვანას არ განიხილავენ, მათ იმედი აქვთ, რომ შაჰინის სკოლა ფინქციონირებას გააგრძლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: